logo
გარი ჩაფიძე - რუსთავის აკადემიური ქალაქის დამფუძნებელი, ევროპის სამეცნიერო პედაგოგიური პარლამენტის თავმჯდომარე. იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯის…

გარი ჩაფიძე

გარი ჩაფიძე -რუსთავის აკადემიური ქალაქის დამფუძნებელი,ევროპის სამეცნიერო- პედაგოგიური პარლამენტის თავმჯდომარე,საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი, საქართველო-პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რუსთავის აკადემიური ქალაქის სასწავლო კორპუსის ხელმძღვანელი, რუსთავის აკადემიური ქალაქის სამედიცინო კოლეჯის დირექტორი,იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯის დირექტორი, უკრაინის საკადრო პოლიტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, არის სხვადასხვა მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში, საპასუხისმგებლო და ნომენკლატურულ თანამდებობებზე, ამჟამად არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის წევრი (ბელგია), ბერლინის ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (გერმანია), ათენის დემოკრატიის უნივერსიტეტის პროფესორი(საბერძნეთი), ადამ სმიტის სახელობის აკადემიის ნამდვილი წევრი (აშშ), კადრების საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (უკრაინა), ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო), ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი (საქართველო), ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკისა და მთავრობის უნივერსიტეტი გარი ჩაფიძის სახელობისაა (პენსილვანია, აშშ), უშიშროების საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი(ლოძი, პოლონეთი), პერსონალთა მართვის რეგიონალური აკადემიის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი (კიევი, უკრაინა), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალის „სკოლა და ცხოვრება“ მთავარი რედაქტორი, ავტორია ორასამდე მხატვრულ-ლიტერატურული და ასზე მეტი სამეცნიერო წიგნისა, რომელიც თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე, არის უკრაინულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულის პირველი შემდგენელი და ოცი სამეცნიერო ლექსიკონის ავტორი, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნიათ, მიღებული აქვს საქართველოსა და საერთაშორისო მთავრობათა უმაღლესი რანგის ჯილდოები მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, იაკობ გოგებაშვილის, დავით გურამიშვილის, ჰაიდარ ალიევის, მიკოლა დუბინის სახელობის მედლები და პრემიები, ასევე არის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიმებლური ოქროს ჯვრის ორდენის, „განათლების განვითარებისათვის“ ოქროს ორდენის, „პედაგოგიური ღირსების“ ორდენის, ამერიკის თავისუფლების ოქროს ორდენის, „უკრაინის პატრიოტის“ საპატიო წოდებისა და ოქროს ვარსკვლავის ორდენის, მსოფლიო მეცნიერების ფუძემდებლის პლატონის ოქროს ორდენის, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების ფლაგმანის ორდენის, საქართველოს პატრიოტის ოქროს ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი