logo

შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯი

მისია

კოლეჯის მისიას წარმოადგენს თითოეული პროფესიული სტუდენტისათვის/მსმენელისთვის ხელმისაწვდომი, სრულფასოვანი, დინამიური, ხარისხიანი პროფესიული სწავლებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, შრომის ბაზართან ადაპტირებული, ქვეყნისა და ქვემო ქართლის რეგიონში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათი შემდგომი დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პერსპექტივით.

ხედვა

შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯი იქნება მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს შრომის ბაზარზე არსებულ მრავალფეროვან სერვისებს. კოლეჯის ხედვაა 2027 წლისათვის კოლეჯი იყოს კერძო და სახელმწიფო სექტორებისათვის მიმზიდველი პარტნიორი და მიმართულებების შესაბამისად დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მოთხოვნა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე.

ღირებულებები

შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯი ხელმძღვანელობს პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭვირვალეობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა – კოლეჯის საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ცნობილია დაინტერესებულ მხარეთათვის და გამორიცხავს საქმიანობაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. თანამშრომლობა და განვითარება – კოლეჯი ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის, ინოვაციური სწავლების დანერგვისა და თვითგანვითარებისათვის.